სპორტი

კობიაშვილი: მარცხის შემდეგ მნიშვნელოვანია ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება 

გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, 2020 წ.
13:32 ოთხ. 18 ნოემბერი
დაკოპირებულია

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი საქართველო-ჩრდ. მაკედონიის და საქართველო-სომხეთის მატჩს ეხმაურება, სადაც ეროვნულმა ნაკრებმა მარცხი განიცადა. 

მისი თქმით, სწორედ ასეთი მარცხის შემდეგ მნიშვნელოვანია ძალების მოკრება, შეცდომების გაანალიზება და შემდეგი თამაშებისთვის ერთ გუნდად შეკრული მოედანზე გასვლა.

„ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, ურთულესი აღსაქმელი იყო 12 ნოემბრის მარცხი. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პირველად გვქონდა ასეთი დიდი მოლოდინი და შესაბამისად, მატჩის შემდგომი სტრესი და იმედგაცრუება, აღმოჩნდა ყველაზე რთულად და მტკივნეულად გადასატანი. ამ სტრესულ ფონს მოჰყვა მეორე მარცხი.

მაგრამ მე, საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ასეთი დღეების შემდეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალების მოკრება, ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება და მიუხედავად ყველაფრისა შემდეგი თამაშებისთვის ერთ გუნდად შეკრული მოედანზე გასვლა - გასვლა გამარჯვებისთვის. მომდევნო თამაშისთვის მომზადება და სწორედ ამ განწყობის მიტანა ჩვენს ბიჭებამდე იყო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

უახლოეს დღეებში, ფედერაციის გუნდთან ერთად გვექნება შესაძლებლობა საჯაროდ ვრცლად ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე.

დღეს ჩვენი გუნდი, მოედანზე ესტონეთის წინააღმდეგ სათამაშოდ ახალ მწვრთნელთან ერთად გამოვა და მინდა რამაზ სვანაძეს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ნაკრებს გვერდით უდგას. ასევე, მადლობა ვლადიმირ ვაისს. მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ მისი ხელმძღვანელობით, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში შეძლო ასპარეზობა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსურს, მადლობა გადავუხადო ნაკრების თითოეულ ერთგულ გულშემატკივარს - მეთორმეტე მოთამაშეს. ასეთ ურთულეს წუთებში, განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ყველა გამამხნევებელ სიტყვას და თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას. კრიტიკულ ვითარებაში ეს არის სწორედ ის ძალა, რაც გეხმარება ფეხზე წამოდგე, მიუხედავად მარცხისა დაიწყო თავიდან და კიდევ უფრო მეტი მონდომებით გააკეთო შენი საქმე.

დღეს შემდეგი თამაშის დღეა. მე მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, მჯერა ჩვენი ნაკრების წარმატების და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ერთგულ გულშემატკივართან ერთად ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს, ახალი შემართებით შევხვდებით და ერთად არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ“,- აღნიშნავს ლევან კობიაშვილი.

ინფორმაციისთვის, დღეს, საქართველო ესტონეთს დაუპირისპირდება.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

იტირეთ ბიჭებო! იტირეთ! - თქვენ თქვენსა და ჩვენ საფეხბურთო ოცნებებს მიწა მიაყარეთ!

ქართული ფეხბურთის სირცხვილი - სომხეთთან დინამოზე 1:2 დავმარცხდით

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრები ესტონეთთან მატჩამდე დატოვა

ბოჭორიშვილის კლინიკის გენდირექტორი

დავით გადელია: პირველი 4-5 დღე არავითარ...

მისი თქმით, დაუშვებელია რაიმე მედიკამენტის მიღება პირადი გადაწყვეტილებით. „არც...
17:44
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საშუალოვადიან ეკონომიკურ პარამეტრ...
27 წუთის წინ
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორ...
35 წუთის წინ
„აშშ-სა და ნატოს გაძლიერებული ყოფნა შავ ზღვაში აძლიერებს რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - ნათ...
18:45
„მინდა გითხრათ, რომ ამ მხარეს მხოლოდ სააკაშვილის მომხრეები არ დგანან, იქ მთელი ოპოზიციური პოლიტიკური...
18:43
მონოლითი იუტას შტატში

იუტას უდაბნოში უცნაური მეტალის მონოლითი იპოვე...

უჩვეულო ობიექტი ველური ბუნების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, აშშ-ის შტატის შორეულ სამხრეთ-აღმოსავლეთ...
ლარი გაუფასურდა
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.9447 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9215 ლ...
კორონავირუსის ვაქცინამ ნავთობის ფასი გაზ...
ექსპერტების აზრით, ნავთობის ბიზნესის გამოცოცხლება და ფასის ზრდა კორონავირუსის ვა...
დედაქალაქში მოქმედი შადრევნები გაითიშება
„ზამთრის დადგომისას, შადრევნების გამორთვა და მომავალი წლისთვის მომზადება ყოველწლ...