მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ კორონავირუსის ვაქცინის 100 მლნ დოზას შეიძენს

კორონავირუსის რუსული ვაქცინა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკას კომპანია Modenra-სთან კორონავირუსის ვაქცინის 100 მლნ დოზის შეძენის შესახებ ხელშეკრულება მზად აქვს. ხელშეკრულების ღირებულება $1,5 მლრდ-ია. ამის შესახებ Reuters იტყობინება.

ტრამპის თქმით, კორონავირუსის სამი ვაქცინა უკვე კლინიკური კვლევების ბოლო ეტაპზეა და მათზე დიდი იმედები მყარდება.

„სამი პოტენციური ვაქცინა ახლა კლინიკური კვლევების მესამე ეტაპზეა, ეს არის საბოლოო ეტაპი. მათზე დიდ იმედს ვამყარებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა 12 აგვისტოს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, დონალ ტრმაპმა ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ ამერიკული ვაქცინა 2020 წლის ბოლომდე იქნება მზად, უკეთეს შემთხვევაში კი, ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ანუ ნოემბრამდე იქნება ხელმისაწვდომი.

აშშ-ში COVID-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავების პროცესში ლიდერი კომპანიები Pfizer და Moderna არიან ჩართულები.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების 5,3 მლნ-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 168 000-მდე ადამიანი.