მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში კორონავირუსის ტესტის გამომგონებელი გარდაიცვალა

პირველი ტესტის შემქმნელი გარდაიცვალა

აშშ-ში კორონავირუსის პირველი ტესტის შემქმნელი, 51 წლის ენდრიუ ბრუქსი გარდაიცვალა. მან აშშ-ში პირველმა  შექმნა ტესტი, რომელსაც ადამიანის ნერწყვის გამოყენებით ვირუსის არსებობის დადგენა შეეძლო. ამის შესახებ nytimes.com იუწყება.

ბრუქსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რატგერის უნივერსიტეტმა გაავრცელა, სადაც ის მუშაობდა. მეცნიერის ნათესავების განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი ინფარქტი გახდა.

ბრუქსმა ე.წ. "სწრაფი ტესტი" ჯერ კიდევ 2020 წლის აპრილში შექმნა. ენდრიუ ბრუქსის მიერ შექმნილი ტესტით, 4 მილიონამდე კვლევა ჩატარდა. ახლობლები ამბობენ, რომ მეცნიერის ამ გამოგონების მეშვეობით მსოფლიოში მილიონობით ადამიანის გადარჩენა გახდა შესაძლებელი.

ასევე წაიკითხეთ:

🎌 დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის აფრიკულ შტამს ეძებენ

🎌 გიორგი გახარია: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ობიექტურად, ბალანსის დაცვით, ეკონომიკა მეტად გავხსნათ