მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის აფრიკულ შტამს ეძებენ

ტესტირება დიდ ბრიტანეთში

დიდი ბრიტანეთის რამდენიმე რაიონში მოსახლეობის სასწრაფო ტესტირება იწყება. ამ ადგილებში კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის მატარებლები აღმოაჩინეს, რომლებსაც ინფიცირების წინა ფაქტებთან კავშირი არ ჰქონიათ. ამის შესახებ BBC იუწყება. 

აფრიკული შტამის გამოსავლენად დიდი ბრიტანეთის 8 რაიონში, მათ შორის ლონდონში, ტესტირების გადასატანი ლაბორატორიები გაიგზავნა. მათ უნდა გაარკვიონ, არის თუ არა ეს ნამდვილად სამხრეთ აფრიკული შტამი, თუ საუბარია კორონავირუსის სხვა ვარიანტებზე.

საერთო ჯამში ტესტირება 80 ათასამდე ადამიანს ჩაუტარდება.

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების შესახებ 2020 წლის დეკემბრის ბოლოს გახდა ცნობილი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის ბრიტანული“ და „სამხრეთ აფრიკული“ შტამი სხვა ვარიანტებზე უფრო გადამდებია. თუმცა ლეტალობის მხრივ ვირუსის ეს ვარიანტები სხვა შტამებს არ განსხვავდება.

იხილეთ აგრეთვე:

აშშ-ში კორონავირუსის ტესტის გამომგონებელი გარდაიცვალა

ილონ მასკმა მაიმუნს ტვინში ჩიპი ჩაუნერგა