მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთში გაეროს ავტომანქანებზე თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა

თავდასხმა გაეროს მანქანებზე

გაეროს ავტომანქანებზე ავღანეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Ariana News იუწყება. 

თავდასხმა ქაბულის და ჯელალაბადის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ტერორისტებმა მანქანებს ცეცხლი გაუხსნეს. ერთ-ერთის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მანქანა მდინარეში გადავარდა, რასაც კიდევ 4 ადამიანი შეეწირა.

დაღუპულთა შორის გაეროს თანამშრომლები არ არიან. თავდასხმას უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ემსხვერპლნენ, რომლებიც ავტოკოლონას აცილებდნენ.

იხილეთ აგრეთვე:

♻️ გერმანიის და დანიის პოლიციამ ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილები დააკავა

♻️ ერაყში „ბოევიკი“ გაანადგურეს, რომელმაც ბაღდადის ბაზარში ტერაქტი მოაწყო