მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანის ხელისუფლება ერდოღანზე Charlie Hebdo-ს კარიკატურებს გმობს

აზერბაიჯანი გმობს კარიკატურებს ერდოღანზე

აზერბაიჯანის ხელისუფლება კატეგორიულად გმობს ფრანგული სატირული ჟურნალის, Charlie Hebdo-ს კარიკატურებს თურქეთის პრეზიდენტზე რეჯეფ თაიფ ერდოღანზე. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჰიქმეთ გაჯიევმა განაცხადა. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ სატირულ ჟურნალში წინასწარმეტყველ მოჰამედზე გამოქვეყნებული კარიკატურები უპასუხისმგებლო ჟურნალისტიკას წარმოადგენს. „Charlie Hebdo“-ს პროვოკაციული ქმედებები მთელი მსოფლიოს მუსულმანების გრძნობების შეურაცხყოფას წარმოადგენს და რელიგიათშორის დიალოგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა“ - განაცხადეს ილჰამ ალიევის ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა Charlie Hebdo-მ 28 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტზე რეჯეფ თაიფ ერდოღანზე კარიკატურა გამოაქვეყნა. კარიკატურაზე ერდოღანი საცვლებშია გამოსახული, ერთ ხელში მას სასმელი უჭირავს, ხოლო მეორე ხელით ჩადრიან ქალს კაბას უწევს. „ერდოღანი პირად ცხოვრებაში ძალზე კეკლუცია“ - აწერია კარიკატურას.