მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენი: აშშ-ზე კიბერშეტევები უპასუხოდ არ დარჩება

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევები უპასუხოდ არ დარჩება და მისი მონაწილეები მაღალ ფასს გადაიხდიან. ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. 

„ჩვენ ბოლო დღეებში ამერიკულ სამთავრობო სტრუქტურებზე და კომპანიებზე განხორციელებული კიბერშეტევების შესახებ შევიტყვეთ. ამას სერიოზული ზარალი მოჰყვა და ჩვენ კიდევ ბევრი რამე არ ვიცით, მაგრამ რაც ვიცით, დიდ შეშფოთებას იწვევს. კიბერშეტევები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს და ჩვენ ამ საკითხზე პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ“ - განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაციისთვის კიბერუსაფრთხოების საკითხები უმაღლესი პრიორიტეტი იქნება. მისი თქმით, ამ საკითხში მხოლოდ კარგი დაცვა საკმარისი არ არის და საჭიროა პრევენციული ღონისძიებების გატარებაც.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი ჰაკერების ჯგუფმა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების და ფინანსთა სამინისტროებზე, ასევე სხვა უწყებებზე კიბერშეტევა განახორციელა და უწყების სერვერზე წვდომა მოიპოვა. ჰაკერები, სავარაუდოდ, რუსეთის მთავრობასთან არიან დაკავშირებულები.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროზე კიბერშეტევა განახორციელეს

🔴 აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საიტზე კიბერშეტევა განხორციელდა