მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენი ირანის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას ამ ეტაპზე არ გეგმავს

ბაიდენი ირანზე

აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ამ ეტაპზე ირანის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას არ აპირებს. ამის შესახებ ბაიდენმა CBS-ის ეთერში განაცხადა. 

ჯოზეფ ბაიდენმა ასე უპასუხა წამყვანის შეკითხვას, აპირებს თუ არა ის პირველი ნაბიჯის გადადგმას, რათა ირანი მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს. „არა“ - უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა. მისი თქმით, თეირანმა თავდაპირველად ურანის გამდიდრება უნდა შეწყვიტოს.

ბაიდენის კომენტარი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამედ ჯავად ზარიფის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას დაახლოებით ორი კვირა დარჩა იმისთვის, რომ ირანთან დაკავშირებით ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდეს.

იხილეთ აგრეთვე:

🚫 ბაიდენი კოვიდვაქცინაციისთვის ამერიკული ფესბურთის სტადიონებს გამოიყენებს

🚫 აიათოლას აკრძალვის მიუხედავად, ირანი AstraZeneca-ს ვაქცინას შეიძენს