მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენი კოვიდვაქცინაციისთვის ამერიკული ფესბურთის სტადიონებს გამოიყენებს

სტადიონები ვაქცინაციისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი მხარს უწერს ამერიკის ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) წინადადებას, რომელიც კოვიდვაქცინაციისთვის სტადიონების გამოყენებას სთავაზობს. ამის შესახებ espn.com იუწყება. 

ბაიდენმა ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, დათანხმდება თუ არა ის NFL-ის ამ წინადადებას, რათა კორონავირუსისგან ვაქცინაციის ტემპმა მოიმატოს. „დიახ, ჩვენ ამას გამოვიყენებთ. მე ამას ჩემს გუნდსაც ვეტყვი“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამერიკული ფეხბურთის ლიგას 30-მდე სტადიონი აქვს. ამჟამად ვაქცინაციისთვის მხოლოდ 7-ის გამოყენება ხდება. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ში მოსახლეობის 75%-ის აცრას ვაქცინაციის ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, დაახლოებით 1 წელი დასჭირდება. ბაიდენი კი ამბობს, რომ ეს ძალზე გრძელი პერიოდია და ვაქცინაციის პროცესი უნდა აჩქარდეს.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ზაფხულისთვის ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა ვერ მოესწრება, რადგანაც ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი მარაგი არ არის.

იხილეთ აგრეთვე:

🔆 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა

🔆 COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის მზადების პროცესი სამედიცინო დაწესებულებებში აქტიურად მიმდინარეობს