მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელარუსში საპროტესტო აქციაზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

მინსკში საპროტესტო აქცია გრძელდება

ბელარუსის დედაქალაქ მინსკსა და სხვადასხვა ქალაქებში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირთა რაოდენობა 100-ს აღემატება. ინფორმაციას გამოცემა interfax ავრცელებს.

თვითმხილველებმა გამოცემასთან საუბრისას განაცხადეს, რომ ხალხის უმეტესობა დააკავეს გროდნოსა და მინსკში. ასევე, დაკავებები მოხდა ლიდაში, მოგილევსა და სხვა ქალაქებში. დაკავებები ამ დრომდე გრძელდება.

ყველაზე დიდი რაოდენობით ორლოვსკაიას ქუჩაზე დააკავეს აქტივისტები. თვითმხილველები აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეების მისამართით რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს.

დაკავებულებს შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ზმიცერ დაშკევიჩი და ხუთი ჟურნალისტი.

ინფორმაციისთვის, ბელარუსში 9 აგვისტოდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს.

ევროკავშირი არჩევნების შედეგებს და ალექსანდრე ლუკაშენკოს ლეგიტიმურობას არ აღიარებს.