მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიტკოინის ფასი 20 000 დოლარს გადაცდა

ბიტკოინის რეკორდი

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ფასი 20 ათას დოლარიან ნიშნულს გადაცდა და 20 179 აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ  forbes.com იუწყება. 

ეს ბიტკოინის ფასის აბსოლუტური რეკორდია. ლუქსემბურგში მდებარე Bitstamp-ის ბირჟაზე მისმა ფასმა 20 440 დოლარი შეადგინა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს კრიპტოვალუტა 200%-ით გაძვირდა. სპეციალისტები ამას ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების მიმართ მსოფლიოში მზარდ ინტერესს უკავშირებენ.

2021 წელს ბიტკოინის ფასის ზრდის გაგრძელებაა მოსალოდნელი. ექსპერტები ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ - ეს დოლარის გაიაფებაა, ასევე Square და PayPal მიერ ბიტკოინის მხარდაჭერა. ამ საგადამხდელო სისტემებმა თავის კლიენტებს კრიპტოვალუტის შეძენის და გაყიდვის უფლება მისცეს. კრიპტოვალუტის გაძვირებას იმ ფაქტმაც შეუწყო ხელი, რომ ბიტკოინით ვაჭრობა ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ხდება.


bitkoinis-phasi_o_h.jpeg

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ევრო რეკორდულად გამყარდა

🔅 ლარი დოლართან გამყარდა