მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დროა ჩვენი ძალები სახლში დავაბრუნოთ“ - აშშ-ის სახლემწიფო მდივანი ავღანეთში სამშვიდობო მისიაზე

ენტონი ბლინკენი და იენს სტოლტენბერგი

„ნატო-ს მისიაში მონაწილე უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს აშშ-სთან ერთად 11 სექტემბრამდე დატოვებენ“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დროა სამხედროები სახლში დაბრუნდნენ.

„ეს მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენი ალიანსისთვის. თითქმის 20 წლის წინ, 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებს თავს დაესხნენ. ჩვენ ერთად შევედით ავღანეთში, რათა პასუხი გაგვეცა მათთვის, ვინც თავს დაგვესხა და დავრწმუნებულიყავით, რომ ავღანეთი ტერორისტების სამოთხე აღარასდროს გახდებოდა, ტერორისტების, რომლებიც მერე რომელიმე ჩვენგანს თავს დაესხმებოდა.

ჩვენ ერთად მივაღწიეთ დასახულ მიზნებს. ახლა კი დროა, ჩვენი ძალები სახლში დავაბრუნოთ. აქ ვარ იმისთვის, რომ მჭიდროდ ვიმუშაო მოკავშირეებთან, ალიანსის გენერალურ მდივანთან ერთად იმ პრინციპზე, რაც ერთობლივად ჩამოვაყალიბეთ დასაწყისშივე: ერთად შევედით, ადაპტირება ერთად გავიარეთ და ერთად დავტოვებთ“,- აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან სამხედროების გაყვანის გეგმა ოფიციალურად უნდა გამოაცხადებს.