მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეპიდვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

ვირუსის ფოტო

მსოფლიოში კორონავირუსის 11 744 397 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 6 740 096 გამოჯანმრთელდა, 540 764 გარდაიცვალა.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, ყველაზე მეტი ინფიცირებული რუსეთშია, რომელიც დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს. რუსეთში კორონავირუსის 687 862 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 454 329 გამოჯანმრთელდა, 10 296 კი, გარდაიცვალა.

თურქეთში კორონავირუსის 206 844 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 182 995 გამოჯანმრთელდა, 5 241 კი, გარდაიცვალა.

სომხეთში კორონავირუსის 28 936 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 16 302 გამოჯანმრთელდა, 491 კი, გარდაიცვალა.

აზერბაიჯანში 20 837 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 12 182 გამოჯანმრთელდა, 258 გარდაიცვალა.

საქართველოში სტაბილური ეპიდსიტუაციაა. 7 ივლისის დილის მონაცემებით, კორონავირუსი საქართველოში 953 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათ შორის 830 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 გარდაიცვალა