მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირმა ნავალნის გამო რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

ნავალნის სასამართლო

ევროკავშირმა ალექსეი ნავალნის დევნის გამო 4 რუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. აღნიშნულ სიაში მოხვდნენ საგამოძიებო კომიტეტის უფროსი ალექსანდრე ბასტრიკინი, გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი, ეროვნული გვარდიის უფროსი ვიქტორ ზოლოტოვი და ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის დირექტორი ალექსანდრე კალაშნიკოვი.

სანქციების თანახმად, მათ ეკრძალებათ ევროკავშირში შესვლა და მათი აქტივები გაყინული იქნება.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა.

სასამართლომ 2 თებერვალს, კრემლის ლიდერის მთავარ ოპონენტ ალექსეი ნავალნის 3,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ნავალნი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ნავალნი ციხეშია, რას უნდა ელოდოს რუსეთი? - ექსპერტების მოსაზრება