მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაერო:კორონავირუსის პანდემიის გამო, მკვეთრად იზრდება უკიდურესი სიღარიბე

გაერო

კორონავირუსის პანდემიის გამო, მკვეთრად იზრდება უკიდურესი სიღარიბის რიგები, - ამის შესახებ Aljazeera გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. 

 

გაეროს განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარება 40%-ით მეტ ადამიანს დასჭირდება კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, 33-დან ერთ ადამიანს არ ექნება საშუალება ისეთი ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორიცაა საკვები და წყალი.

„კრიზისი ბოლომდე არ არის დასრულებული, ჰუმანიტარული დახმარების ბიუჯეტი ხარვეზებს განიცდის, რადგან გლობალური პანდემიის გავლენა კიდევ უფრო მწვავდება“. - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა.

ლუკოკის თქმით, პირველად 90-იანი წლების შემდეგ, უკიდურესი სიღარიბე იზრდება, სიცოცხლის ხანგრძლივობა ეცემა, აივ ინფექციით, ტუბერკულოზითა და მალარიით ყოველწლიურად ადამიანები იღუპება.

„ჩვენ გვეშინია შიმშილის წინაშე მყოფი ადამიანების გაორმაგების“. - აღნიშნა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების ხელმძღვანელმა.

ლოკოკის თქმით, იემენი სადაც მილიონობით ადამიანი შიმშილობს ყველაზე სერიოზული პრობლემის წინაშეა.

„ეს ყველაფერი ყველაზე მეტად უღარიბესი ქვეყნების უღარიბეს ხალხში მოხვდა”- აღნიშნა ლოკოკმა.

აგრეთვე წაიკითხეთ 👇

👉 გაერო: იემენში ადამიანები შიმშილობენ