მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიის მოქალაქეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი

გერმანიაში ჯაშუში დაიჭირეს

გერმანიის პროკურატურა ქვეყნის  მოქალაქეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში სდებს ბრალს. ამის შესახებ generalbundesanwalt.de იუწყება. 

ბრალდებული კომპანიაში მუშაობდა, რომელიც ბუნდესტაგის ტერიტორიაზე ელექტროგაყვანილობას ამოწმებდა. მას შენობის ნახაზებთან შეხება ჰქონდა.

გერმანიის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა 2017 წელს რუსეთის სპეცსამსახურებს გარკვეული ინფორმაცია გადასცა.

ამისთვის ის ბერლინში რუსეთის საელჩოს თანამშრომელს დაუკავშირდა, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვაში მუშაობდა.

იხილეთ აგრეთვე:

🔰 რა პასუხს გასცემს ვაშინგტონი მოსკოვს კიბერშეტევებისთვის - რუსული მედია

🔰 მდინარაძე: „ქართული ოცნების“ ყველა საიტზე და ვებ-გვერდზე მიმდინარეობს კიბერშეტევა