მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა პასუხს გასცემს ვაშინგტონი მოსკოვს კიბერშეტევებისთვის - რუსული მედია

რა პასუხს გასცემს ვაშინგტონი რუსეთს

ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ ძალზე მასშტაბურ სანქციებს ამზადებს. ამის შესახებ რუსული გაზეთი „იზვესტია“ იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, სანქციების ერთ-ერთი პუნქტი შეიძლება იყოს რუსეთის გათიშვა საერთაშორისო საგადამხდელო სისტემა SWIFT-დან. ამასთანავე გამოცემა წერს, რომ ამაზე საუბარი ჯერ კიდევ 2014 წლიდან, რუსეთთან ყირიმის მიერთების შემდეგ მიმდინარეობს, თუმცა აშშ ამ ნაბიჯზე არ წასულა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ სისტემაში ყველა საბანკო ოპერაციის 42% დოლარებში ხორციელდება. რუსეთი კი SWIFT-ის სისტემის მომხმარებელთა შორის მსოფლიოს სამეულში შედის. ასე რომ ვაშინგტონის ხელში ეს მძლავრი იარაღია მოსკოვის წინააღმდეგ,

ამასთან ერთად „იზვესტია" წერს, რომ SWIFT-ის სისტემის გათიშვა მხოლოდ რუსეთს არ დაარტყამს, ეს ფინანსურ ზარალს მოუტანს მის ევროპელ და, რაც მთავარია, ამერიკელ პარტნიორებს. ადრე დაწესებული სანქციების მიუხედავად 2019 წელს სავაჭრო ბრუნვამ რუსეთსა და აშშ-ის შორის 4,9%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ასე რომ “იზვესტიას“ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ აშშ-ის ბიზნესი ამ ზომის წინააღმდეგ გამოვა.

„ჯერ კიდევ 2014 წელს რუსეთმა SWIFT-ის ალტერნატიული სისტემა - ფინანსური შეტყობიენებების გადაცემის სისტემა შექმნა. მასში ყველა წამყვანი რუსული ბანკი და კომპანიაა ჩართული, ასევე ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შემავალი ქვეყნის ფინანსური ორგანიზაციებიც. არსებობს ასევე „ჩინური SWIFT-ი“. იქ 2015 წლიდან მოქმედებს სისტემა CIPS. რუსეთმა და ჩინეთმა უკვე მოაწერეს ხელი ახალი საგადამხდელო სისტემის შექმნის შესახებ ხელშეკრულებას, რაც SWIFT-ის რუსულ და ჩინურ ანალოგებს ერთმანეთთან დააკავშირებს“ - წერს „იზვესტია“.

გამოცემა ასევე წერს, რომ SWIFT-გან რუსეთის გათიშვის შემთხვევაში მოსკოვისთვის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი აზიური ქვეყნები, პირველ რიგში კი ჩინეთი გახდება. რამდენად შედის ეს დასავლეთის ინტერესებში, ძნელი სათქმელია.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი ჰაკერების ჯგუფმა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების და ფინანსთა სამინისტროებზე, ასევე სხვა უწყებებზე კიბერშეტევა განახორციელა და უწყების სერვერზე წვდომა მოიპოვა. ჰაკერები, სავარაუდოდ, რუსეთის მთავრობასთან არიან დაკავშირებულები.

იხილეთ აგრეთვე:

📡 რუსმა ჰეკერებმა Microsoft-ის სერვერზე შეაღწიეს

📡 ბაიდენი: აშშ-ზე კიბერშეტევები უპასუხოდ არ დარჩება