მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილონ მასკი დედამიწის ორბიტაზე წელს კოსმოსურ ტურისტებს გაუშვებს

მასკის კოსმოსური ტურისტები

კომპანია SpaceX 2021 წელს კოსმოსში სრულიად კომერციულ მისიას გააგზავნის. ამის შესახებ Anadolu იუწყება. 

SpaceX-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ Falcon 9-ის ტიპის რაკეტა დედამიწის ორბიტაზე ხომალდ Dragon-ს მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში გაიყვანს. მისიის სახელწოდებაა «Inspiration4». ასტრონავტები კოსმოსში რამდენიმე დღეს გაატარებენ.

მისიას ამერიკელი ბიზნესმენი ჯარედ ისააკმენი დააფინანსებს. ის საგადამხდელო სისტემის, Shift4 Payments-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია. მასთან ერთად კიდევ სამი პირი გაფრინდება, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.

კოსმოსში გაფრენამდე კომერციული ასტრონავტები შესაბამის მომზადებას გაივლიან. ამ მისიის გარდა, ილონ მასკის კომპანია დედამიწის ორბიტაზე NASA-ს ასტრონავტების გაგზავნას გააგრძელებს.

იხილეთ აგრეთვე:

🎎 ილონ მასკმა მაიმუნს ტვინში ჩიპი ჩაუნერგა

🎎 ახალი მსოფლიო რეკორდი - ერთი რაკეტით კოსმოსში გაგზავნილია 143 თანამგზავრი