მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანი ბირთვული შეთანხმების საკითხზე აშშ-სთან შეთანხმებას გამორიცხავს

ირანის ბირთვული ობიექტები

ირანი ბირთვული შეთანხმების აღდგენის საკითხზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან შეთანხმებას ამ ეტაპზე გამორიცხავს. ინფორმაციას aljazeera ავრცელებს. 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის განცხადებით, ირანი გამორიცხავს არაფორმალური შეხვედრის ჩატარებას შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებთან, რათა განიხილონ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღორძინების გზები.

გამოცემის ცნობით, ირანი შეთანხმების შესახებ საუბარს მას შემდეგ განიხილავს, როცა ოფიციალური ვაშინგტონი ყველა სანქციას მოხსნის.

„ამერიკის შეერთებული შტატებისა და სამი ევროპული სახელმწიფოს ბოლოდროინდელი ქმედებებისა და განცხადებების გათვალისწინებით, ირანი არ მიიჩნევს, რომ ამ ქვეყნებთან არაფორმალური შეხვედრის ჩატარების დროა“, - აცხადებენ ირანის საგარეო უწყებაში.

საპასუხოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცხადეს, რომ ირანის განცხადებით „იმედგაცრუებულია“.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის ყოფილის პრეზიდენტის ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შტატებმა ირანთან მიღწეული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება 2018 წლის მაისში დატოვა და თეირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ აშშ ირანთან ბირთვული შეთანხმების აღსადგენად მზადყოფნას გამოთქვამს