მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იულია ტიმოშენკო კორონავირუსისგან განიკურნა

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „ბატკივშინას“ თავმჯდომარე - იულია ტიმოშენკო.

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა მარინა სოროკამ განაცხადა, იუწყება UNIAN.

„იულია ვლადიმიროვნამ ახლახანს მიიღო უარყოფითი ტესტის შედეგი COVID19–ზე. კორონავირუსი დაძლეულია ”, - აღნიშნა სოროკამ.

მისივე თქმით, ტიმოშენკო თავს ბევრად უკეთესად გრძნობს.

„მას პნევმონია რჩება, მაგრამ მკურნალობა კარგად მიმდინარეობს და ტიმოშენკო ჩვეულ ცხოვრებასა და მუშაობას მალე დაუბრუნდება ”, - განაცხადა სპიკერმა.

ინფორმაციისთვის, 23 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ტიმოშენკომ, მისმა ქალიშვილმა და სიძემ კორონავირუსზე კვლევის დადებითი პასუხი მიიღეს.