მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხანძრის განზრახ გაჩენისთვის სოჭში 5 ადამიანი დააკავეს

ხანძარი სოჭში

5 ადამიანი დააკავეს სოჭში ხანძრის განზრახ გაჩენისთვის. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ სოჭის მერმა ალექსეი კაპაიგოროდსკიმ აცნობა. 

ყველა ხანძრის მიზეზი ადამიანური ფაქტორია. ხუთი პირი დაკავებულია. მათ წინააღმდეგ განხორციელდება კანონით გათვალსწინებული ყველა მოქმედება, შესაძლოა საუბარი იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზეც“ - განაცხადა კაპაიგოროდსკიმ.

სოჭის მერის ინფორმაციით, ხანძრების უდიდესი ნაწილი ახალი წლის შემდეგ მოხდა. მეხანძრეებმა მათი ჩაქრობა მოახერხეს.

იხილეთ აგრეთვე:

🔱 გაგრაში, ტყეში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება

🔱 გაგრაში ძლიერი ხანძარია