მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყირგიზეთის პრეზიდენტი მზადაა თანამდებობა დატოვოს

ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი

ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი მზადაა თანამდებობა დატოვოს, მაგრამ გარკვეულ პირობებს ასახელებს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

პრეზიდენტის განცხადებით, მისი გადადგომისთვის აუცილებელია, რომ ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდეს. ასევე უნდა გადადგეს მთავრობა და ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

„ჩემთვის არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე სახელმწიფოს ერთიანობა და სიმშვიდე. სამართლიან ჭრილში სიტუაციის დასაბრუნებლად პრეზიდენტმაც და პარლამენტმაც გარკვეული დადგენილებები უნდა მიიღონ" - აცხადებს ჟეენბეკოვი.

შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთში 5 ოქტომბრიდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. შეტაკებების დროს დაშავდა 1000-მდე ადამიანი, ვრცელდება ინფორმაცია 1 დაღუპულის შესახებ.