მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსკოვი აშშ-ს აფრთხილებს: თქვენი ხომალდები ყირიმს ნუ უახლოვდებიან

რუსეთი აშშ-ს აფრთხილებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შავ ზღვაში აშშ-ის ხომალდების შესვლას „პროვოკაციას“ უწოდებს და მათ ყირიმთან ახლოს მისვლას არ ურჩევს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. ინფორმაციას vedomosti.ru ავრცელებს.

რიაბკოვმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ასეთი საქციელი „ინციდენტების რისკს ზრდის“. „ჩვენ აშშ-ს ვაფრთხილებთ, რომ სჯობს ყირიმისგან თავი შორს დაიკავოს. შორს იყოს შავი ზღვის სანაპიროსგან. ამერიკულ ხომალდებს იქ არაფერი ესაქმებათ.

ეს არის პროვოკაციული ღონისძიებები. უმჯობესია ეს გაითვალისწინონ მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე“ - განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

მან ასევე დაამატა, რომ აშშ-ის სამხედრო ფლოტი საკუთარი სანაპიროებისგან ათასობით კილომეტრში იმყოფება.

აშშ-მა შავ ზღვაში სამხედრო გემები უკრაინაში და მის გარშემო მდგომარეობის გამწვავების პარალელურად შეიყვანა. ვაშინგტონის განცხადებით, ხომალდები შავ ზღვაში 14 აპრილიდან 5 მაისამდე დარჩება. მათი სახელები და ტიპი არ დაკონკრეტებულა.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - უახლესი ამბები

🔅 აღმოსავლეთ უკრაინაში 2 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 2 დაიჭრა