მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ნავალნის 30 დღე მიუსაჯეს

რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს სხდომა ხიმკის რაიონის პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ rbc.ru იუწყება. 

ნავალნი 17 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, სადაც ის ბერლინიდან ჩაფრინდა. პოლიციის შენობაში სასამართლოს სხდომის ჩატარება იმით ახსნეს, რომ ნავალნის კორონავირუსის ტესტის შედეგები არ ჰქონდა. ამის გამო სხდომათა დარბაზში ჟურნალისტების და დამსწრე პირების დაშვება შეზღუდული იყო.

სასამართლოს დაწყებამდე ნავალნიმ თავისი პრესმდივნის მეშვეობით ვიდეო გაავრცელა, რომელშიც აცხადებდა, რომ რუსეთის ლიდერს მისი ეშინია, ხოლო ის, რაც სასამართლოს დარბაზში ხდებოდა, სამართლის წარმოუდგენელ დარღვევას ნიშნავს.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ნავალნის დამნაშავედ ცნობს, მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი შერემეტიევოს აეროპორტში 17 იანვარს საღამოს დააკავეს, მას პირობითი სასჯელის წესების დარღვევას ედავებიან. ნავალნის ოთხ წლამდე ციხე ემუქრება.

ნავალნის მოსკოვში ჩაფრენამდე ოპოზიციონერის მხარდამჭერებიც დააკავეს, რომლებიც ალექსეის აეროპორტში ელოდებოდნენ.

იხილეთ აგრეთვე:

☎️ ნავალნი: რუსეთის ლიდერს ჩემი ეშინია (ვიდეო)

☎️ ლავროვი: ნავალნის დაკავებაზე აპელირებით დასავლეთი საკუთარი კრიზისიდან ყურადღების გადატანას ცდილობს