მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნავალნის სასამართლოს პარალელურად მოსკოვში ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს

დაკავებები მოსკოვში

მოსკოვის სიმონოვის რაიონის სასამართლოსთან, სადაც 2 თებერვალს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პროცესი მიმდინარეობდა, პოლიციამ ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები დააკავა. ამის შესახებ  tvrain.ru იუწყება. 

საპროტესტო აქცია პეტერბურგშიც გაიმართა. იქ 246 ადამიანი დააკავეს. საერთო ჯამში კი, რუსეთის მასშტაბით, 1408 პირია დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ 2 თებერვალს, საღამოს, კრემლის ლიდერის მთავარ ოპონენტს, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 3,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ნავალნი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

2014 წლის ბოლოს რუსეთის სასამართლომ ძმები ალექსეი და ოლეგ ნავალნები „ივ როშეს საქმეზე“ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. ოლეგ ნავალნის 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ალექსეი ნავალნის კი პირობითი სასჯელი დაუწესეს.

იხილეთ აგრეთვე:

📌 ალექსეი ნავალნის პატიმრობა მიუსაჯეს

📌 ნავალნის მხარდამჭერები დააკავეს - ვითარება მოსკოვში