მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიგერიაში სამხედროებმა 20 „ბოევიკი“ მოკლეს

თავდასხმა ნიგერიაში

ნიგერიაში სპეცოპერაციის დროს სამხედროებმა ტერორისტული დაჯგუფების „ბოკო ჰარამის“ 20 „ბოევიკი“ მოკლეს. ოპერაცია ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ჩატარდა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება. 

ორმხრივი სროლის დროს ერთი სამხედრო დაიღუპა და ორი დაიჭრა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ტერორისტები ბორნოს შტატში თვითმმართველობის ორგანოზე თავდასხმას გეგმავდნენ.

გაეროს ინფორმაციით, „ბოკო ჰარამის“ მოქმედების შედეგად ნიგერიაში საერთო ჯამში 30 ათასი ადამიანი დაიღუპა და 3 მილიონზე მეტი იძულებული იყო საცხოვრებელი დაეტოვებინა. ტერორისტებისგან სხვადასხვა სახით 26 მილიონი ადამიანი დაშავდა.

იხილეთ აგრეთვე:

🔆 ნიგერიაში სკოლაზე თავდასხმის შემდეგ 400 მოსწავლე დაიკარგა

🔆 ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ 16 „ბოევიკია“ ლიკვიდირებული