მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ დაუბრუნა ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა - პრეზიდენტის განმარტება

უკრაინის სახელმწიფოს მეთაური

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ონლაინ გამოცემასთან "უკრაინსკაია პრავდასთან" ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ კითხვებს უპასუხა.

მისი განცხადებით, სააკაშვილს მან რეფორმების საკითხში მრჩევლის თანამდებობა შესთავაზა, თუმცა სააკაშვილისგან მიიღო პასუხი, რომ ეს მისი შესაფერისი პოსტი არ იყო. პრეზიდენტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ვიცე-პრემიერის თანამდებობის დაკავება სურდა.

"არა ერთხელ შედგა შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან და მე მას რეფორმების საკითხებში მრჩევლის პოსტი შევთავაზე, თუმცა, მან განაცხადა, რომ ეს მისი შესაფერისი ადგილი არ იყო. მისგან ვიცე-პრემიერის თანამდებობის დაკავების სირვილი წამოვიდა, თუმცა ამაზე მე პრემიერთან უნდა გამევლო კონსულტაცია",- აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, სააკაშვილი ვიცე-პრემიერი პარტია "სლუგა ნაროდას" მიმართ მისი განსხვავებული და ხისტი დამოკიდებულების გამო ვერ გახდა.

რაც შეეხება მოქალაქობას, ზელენსკის განცხადებით, მან მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა იმიტომ დაუბრუნა, რომ მისთვის მოქლაქეობის ჩამორთმევას უსამართლობად თვლიდა.