მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე ვაქცინა დაარეგისტრირეს

მესამე ვაქცინა რუსეთში

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე ვაქცინა დაარეგისტრირეს. ვაქცინის სახელწოდებაა „კოვივაკი“. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება. 

როგორც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა სპეციალურ თათბირზე განაცხადა, ვაქცინა ჩუმაკოვის სახელობის სამედიცინო ცენტრში შეიქმნა. ვაქცინის 120 ათასი დოზა მარტისთვის იქნება წარმოებული.

მიშუსტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინა აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში ვაქცინაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

ჩუმაკოვის სახელობის ცენტრის მიერ გამოშვებული ვაქცინა „კოვივაკი“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინაა. მსგავს პრეპარატებში ან ხელოვნურად დასუსტებული ან და მოკლული ვირუსები გამოიყენება.

ასევე წაიკითხეთ:

👉 სან-მარინომ რუსული ვაქცინა Sputnik V დაარეგისტრირა

👉 მაკრონი ევროპას და აშშ-ს მოუწოდებს, რომ განვითარებად ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიაწოდონ