მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამხრეთ აფრიკაში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს

ასტრა ზენეკას გამოყენება შეაჩერეს აფრიკაში

სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეაჩერა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზველი მხიზემ განაცხადა, სამინისტრო ექსპერტების დასკვნას დაელოდება. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

სამხრეთ აფრიკის ვითვატერსრანდას უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამისგან, რომელიც ყველა მეტად არის გავრცელებული ქვეყანაში, სათანადოდ არ იცავს.

სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 1 მლნ დოზა ჩაიტანეს. პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს მუშაკთა ვაქცინაცია იგეგმებოდა.

კვლევებმა აჩვენა, რომ ახალი შტამის წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტიანობა 22%-ს არ აღემატება.

სხვა შტამების მიმართ AstraZeneca-ს ეფექტიანობა 75%-ს აღწევდა. ამასთანავე, სპეციალისტებს არ გამოუკვლევიათ, რამდენად შეუძლია ამ ვაქცინას დაავადების მძიმე ფორმისგან დაცვა, ვინაიდან კვლევებში ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, რომლებიც რისკ ჯგუფში არ შედიან.

AstraZeneca-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვაქცინა კორონავირუსის მძიმე ფორმისგან ადამიანს იცავს და რომ კომპანიამ ვაქცინის ადაპტაცია მოახდინა, რათა ახალი შტამის მიმართ მისი ეფექტიანობა გაზარდოს.

სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში Johnson & Johnson-ის და Pfizer / BioNTech-ის ვაქცინების შეტანაც იგეგმება. რაც შეეხება AstraZeneca-ს, მისი გამოყენება სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე მოხდება.

იხილეთ აგრეთვე:

უკრაინელები საცდელი კურდღლები არ არიან - ზელენსკი

ბაიდენი კოვიდვაქცინაციისთვის ამერიკული ფესბურთის სტადიონებს გამოიყენებს