მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საპროტესტო აქციებზე მოსკოვში 600-ზე მეტი პირი დააკავეს

აქცია პუშკინის მოედანზე

რუსეთის დედაქალაქში რუსი ოპოზიციონერის, კრემლის ლიდერის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

interfax-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მოსკოვში საპროტესტო გამოსვლების შემდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა.

ცნობისთვის, მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მომხრეების საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები ნავალნის გათავისუფლებას მოითხოვენ. „ძირს მეფე, პუტინი დამნაშავეა, თავისუფლება ნავალნის“ - სკანდირებენ მსვლელობის მონაწილეები.

იხილეთ აგრეთვე:

„მედუზას“ ცნობით, რუსეთში საპროტესტო აქციების 2 500-ზე მეტი მონაწილე დააკავეს