მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სტოლტენბერგი: ველოდები, რომ თურქეთი თავის გავლენას გამოიყენებს დაძაბულობის განსამუხტად

ნატო-ს გენერალური მდივანი

„ჩვენ ღრმად გვაწუხებს საომარი მოქმედებების ესკალაცია. ველოდები, რომ თურქეთი თავის მნიშვნელოვან გავლენას გამოიყენებს დაძაბულობის განსამუხტად“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ანკარაში ვიზიტისას, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სტოლტენბერგი თურქეთში ვიზიტის დროს მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„ყველა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ბრძოლა. უნდა იპოვოთ გზა მშვიდობის დასამყარებლად. ველოდები, რომ თურქეთი გამოიყენებს მნიშვნელოვან გავლენას დაძაბულობის განსამუხტად. ჩვენ მნიშვნელოვანი დისკუსიები გვქონდა დღის ყველაზე მწვავე გამოწვევებზე და ველოდები მათ განხილვას პრეზიდენტ ერდოღანთან“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ინფორმაციისთვის, რომ 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.