მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპი: გლობალიზაციის ეპოქა დასრულდა

თეთრი სახლის ლიდერი

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, გლობალიზაციის ერა დამთავრდა. ამის შესახებ Reuters იტყობინება.

"ახლა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამერიკაში",- აღნიშნა აშშ-ს ლიდერმა.

მისი თქმით, ამერიკა ჩინეთისთვის სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს, თუ ის კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიებაზე უარს იტყვის. შესაბამისი კანონპროექტი რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა მოამზადა. როგორც ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი ამ კანონპროექტს უეჭველად განიხილავს.