მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპი მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

Moderna და Pfizer  ტრამპის სამიტს არ დაესწრებიან

დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმში შეჭრილ მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. 

„გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ კაპიტოლიუმის პოლიციას და სამართალდამცველებს. ისინი ჩვენი ქვეყნის მხარეზე არიან. იყავით მშვიდად!“,- წერს „ტვიტერში“ ტრამპი.

ინფორმაციისთვის, კონგრესის შენობაში სხდომა მიმდინარეობდა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. სხდომა მას შემდეგ შეჩერდა, რაც ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ.

ცნობისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. მასში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, ტრამპმა - 232 ხმა.

დონალდ ტრამპმა და მისმა იურისტებმა რამდენიმე შტატში არჩევნების შედეგები გაასაჩივრეს. ამის შემდეგ ჯორჯიის შტატში ამომრჩეველთა ხმების ხელახალი დათვლა მოხდა, თუმცა არჩევნების შედეგებზე ამას არ უმოქმედია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ტრამპის მომხრეები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ