მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპის მომხრეები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ

ტრამპის მომხრეების შეჭრა

დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. ამის შესახებ CNN წერს. 

კონგრესში მიმდინარე სხდომა შეჩერდა. როგორც CNN იუწყება, ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობიდან ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ევაკუაცია განხორციელდა, სადაც მან სპეციალური სხდომა გახსნა.

შენობაში არსებული საფრთხის გამო, სენატორები და ჟურნალისტები მიწისქვეშა გვირაბებით გადაადგილდებიან.

ცნობისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. მასში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, ტრამპმა - 232 ხმა.

დონალდ ტრამპმა და მისმა იურისტებმა რამდენიმე შტატში არჩევნების შედეგები გაასაჩივრეს. ამის შემდეგ ჯორჯიის შტატში ამომრჩეველთა ხმების ხელახალი დათვლა მოხდა, თუმცა არჩევნების შედეგებზე ამას არ უმოქმედია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴„შეაჩერე მოპარვა!“ - 6 იანვარს ტრამპის მომხრეები არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ

🔴 აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა