მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტუნისში 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს (ვიდეო)

აქციები ტუნისში

ტუნისში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებების დროს 600 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ Aljazeera იუწყება. 

აქციები ე.წ. „ჟასმინის რევოლუციის“ 10 წლის იუბილეს უკავშირდება. მაშინ საპროტესტო აქციების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი აინ ალ აბედინ ბენ ალი გადადგა, რომელიც ქვეყანას 24 წელი მართავდა. ახლა კი აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემებით არიან უკმაყოფილოები, რასაც კორონავირუსის პანდემია კიდევ უფრო ამწვავებს. კერძოდ, მომიტინგეებს პრეტენზია აქვთ პანდემიის წინააღმდეგ განხორციელებული ზომების და მთავრობის სოციალური პოლიტიკის მიმართ.

პოლიციის ინფორმაციით, შეტაკებების დროს რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა, ხოლო ქალაქში ავტომობილებია განადგურებული.

პანდემიის გამო ტუნისში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ზოგიერთ რაიონში საჯარისო ნაწილები შეიყვანეს.

ასევე წაიკითხეთ:

🔅 აშშ-მა სომალიდან ჯარი გაიყვანა

🔅 ეგვიპტეში გაზსადენი აფეთქდა