მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 61 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

დროშა და დედაქალაქი

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 61 967 ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემებს worldometers-ი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში თურქეთში ვირუსს 362 ემსხვერპლა.

რაც შეეხება ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას, მათი საერთო რიცხვი თურქეთში 4 მლნ-ს აჭარბებს, ხოლო ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელებულია 3 მლნ-ზე მეტი პაციენტი.

ინფორმაციისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 144 მლნ-ს აღემატება, გარდაცვლილია 3 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 144 მლნ-ს აჭარბებს.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში დადასტურდა. 2020 წლის მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

✔️ „ჩვენი ანგარიშით, საქართველოში 650 ათას ადამიანს კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს“ - ამირან გამყრელიძე

✔️ „მე-3, მე-4 კვარტალში მასიური ვაქცინაციის დაწყებაზე ვფიქრობთ“ - თამარ გაბუნია