მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენი ანგარიშით, საქართველოში 650 ათას ადამიანს კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს“ - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე
1619005833
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი აპრილის ბოლოდან, მაისის დასაწყისამდე იქნება.

როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე მიზეზით, ახლანდელი პიკი ნოემბერ-დეკემბრის პერიოდთან შედარებით რბილი იქნება.

„პიკს ჩვენ ველოდებით აპრილის ბოლოს, მაისის შუა რიცხვებამდე პერიოდში. ჩემი პირადი აზრით, რომელიც შეჯერებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებთან, ეს პიკი ისეთი დრამატული არ უნდა იყოს, როგორც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა, მრავალი ფაქტორის გამო.

ერთი, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, უსიმპტომოდ ან მცირე სიმპტომებით, უკვე გადატანილი აქვს ინფექცია. ჩვენი ანგარიშით, ასეთი არის 600 000-დან 650 000-მდე ადამიანი ქვეყანაში. თუმცა, ეს არ არის საკმარისი საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის.

ამავე დროს, მაშინ ჩვენ ვიყავით ცივ პერიოდში, რომელიც რესპირატორული ვირუსებისთვის არის კომფორტული, ახლა კი შევდივართ თბილ პერიოდში. დამტკიცებულია, რომ მზის სხივი ამ ტიპის ვირუსებზე დამთრგუნველად მოქმედებს. ამიტომ, ვვარაუდობთ, რომ ეს პიკი არ იქნება დამანგრეველი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 299038-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 282869 და გარდაცვლილია 3971 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „მე-3, მე-4 კვარტალში მასიური ვაქცინაციის დაწყებაზე ვფიქრობთ“ - თამარ გაბუნია

👉 30 აპრილს საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 46 000 დოზას მიიღებს

👉 „შეიძლება სერიოზული ფინანსური ტვირთი იყოს“ - მაია ბუწაშვილი აცრამდე „პრევაქს გამოკვლევების“ ჩატარებას არასწორს უწოდებს