მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში მოხუცთა თავშესაფარში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

ხანძარი ხარკოვში

უკრაინის ქალაქ ხარკოვში მოხუცთა თავშესაფარში მომხდარ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ rbc.ru იუწყება. 

წინასწარი ვერსიით, ხანძარი ელექტროგამათბობლის გაუმართაობამ გამოიწვია. ორსართულიან სახლში მოხუცთა არალეგალური თავშესაფარი მდებარეობდა. ის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ფუნქციონირებდა.

სამაშველო სამსახურმა 9 ადამიანის გადარჩენა მოახერხა. მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ დაღუპულთა ნათესავებს სამძიმარი გამოუცხადა და შესაბამის სამსახურებს მომხდარის გამოძიება დაავალა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

იხილეთ აგრეთვე:

👍 „უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი მხოლოდ ჟურნალისტებს აინტერესებთ“ - მეუფე ნიკოლოზი

👍 ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის ელჩს შეხვდა