მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზელენსკი: დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას კიევი 100%-ით შეასრულებს

უკრაინის პირველი პირი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი დონბასში „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას“ 100%-ით შეასრულებს.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება“ შესრულდეს. ჩვენ ამას ვაკეთებთ არა 99%, არამედ 100%-ით”, - განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან.

ამავე დროს, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეთანხმების დარღვევის ფაქტს, თუ ასეთი მოხდება, უკრაინული მხარე საკადრის პასუხს გასცემს.

მისი თქმით, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საკითხში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას გადამწყვეტი როლი აქვს.

„ცეცხლის შეწყვეტის გარეშე, არაფერი მოხდება“,- აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ მინსკის შეთანხმება და დონბასის საკითხი 26 ივლისს სატელეფონო საუბრისას განიხილეს. ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად დამატებითი ზომების მიღების გადაწყვეტილება დადებითად შეაფასეს, რომელიც მინსკში საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეებმა გასულ კვირაში მიიღეს, რის შემდეგაც დონბასში „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება“ 27 ივლისიდან ამოქმედდა.