მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ მგონია მინისტრის ცვლილებამ, ზურაბ აზარაშვილი იქნება თუ სხვა, მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინოს ჯანდაცვის სფეროში“ - ძაბირაძე

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში

„ვიზიარებ იმ აზრს, რომ არ არის აუცილებელი ჯანდაცვის მინისტრი პროფესიით ექიმი იყოს ან სამედიცინო განათლება ჰქონდეს“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ ძაბირაძე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნას. 

ძაბირაძის თქმით, მინისტრის ცვლილება ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვან გარდატეხას ვერ მოახდენს.

„ზოგადად ვიზიარებ იმ აზრს, რომ შეიძლება ჯანდაცვის მინისტრი ექიმი არ იყოს ან სამედიცინო განათლება არ ჰქონდეს, მით უმეტეს ეს მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო არ არის. 

რაც შეეხება, ახალ მინისტრს ზურაბ აზარაშვილს, როგორც პრემიერმა თქვა „დელტაში“ მუშაობდა და წარმატებები ჰქონია. მოლოდინზე რა შემიძლია გითხრათ, არ მგონია მინისტრის ცვლილებამ, იქნება აზარაშვილი თუ სხვა, რაიმე მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანოს ჯანდაცვის სფეროში.

მით უმეტეს სოციალური უზრუნველყოფა და ასე შემდეგ, ეს იმდენ თემებთან არის დაკავშირებული, რომ როგორი მაგარი მინისტრიც არ უნდა იყოს, ჩემი აზრით მხოლოდ ერთ სამინისტროში ცვლილება, პოზიტიურ შედეგს ვერ მოიტანს. 

იყო ერთი მინისტრი, იქნება მეორე და ამ მიმართულებით ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო. პრემიერმა აღნიშნა და ბიოგრაფიიდანაც ვიცით, რომ ახალი მინისტრი „დელტაში“ იყო, როგორც ჩანს ეს უფრო სანდო პიროვნება იყო, მისი გუნდის წევრია და ამან უფრო განაპირობა მინისტრის პოსტზე დანიშვნა“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე. 

ამავე თემაზე: 

🔴  ვინ არის ჯანდაცვის ახალი მინისტრი, რომელიც ეკატერინე ტიკარაძეს ჩაანაცვლებს

🔴  ზურაბ აზარაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერის და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ მოკლევადიან პერიოდში ხელშესახებ და მნიშვნელოვან წარმატების მიღწევას