მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს მისთვის ომის წაგების სერიოზული საწინდარია - ვანო მაჭავარიანი ლენდ-ლიზის აქტზე 

პოლიტოლოგი ვანო მაჭავარიანი

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, პოლიტოლოგი ვანო მაჭავარიანი „პალიტრანიუსის“ ეთერში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის აქტზე ხელმოწერას გამოეხმაურა და განმარტა თუ რას ითვალისწინებს ის. 

როგორც ვანო მაჭავარიანმა აღნიშნა, ძალიან სიმბოლურია რომ ბაიდენმა 9 მაისს მოაწერს აქტს ხელი. პოლიტოლოგი ამბობს, რომ ლენდ-ლიზის განკარგულება პირდაპირ არის მიბმული მეორე მსოფლიო ომის ისტორიასთან. 

„ძალიან სიმბოლურია, რომ ზუსტად 9 მაისს ხდება ამერიკის შეერთებული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ხელმოწერა ლენდლიზის განკარგულებასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ არის მიბმული მეორე მსოფლიო ომის ისტორიასთან. 

ეს გადაწყვეტილება არ იყო მარტივი არც მაშინ 1941 წელს, როცა ამერიკელებმა და ბრიტანელებმა საბჭოთა კავშირისთვის ფინანსური, სამხედრო და ეკონომიკური დახმარების გაწევა გადაწყვიტეს. 11 მილიარდამდე ავიდა ეს დახმარება, რომელმაც ფაქტობრივად შეცვლა ისტორია, ბედი და მიმართულება“, - აცხადებს ვანო მაჭავარიანი. 

პოლიტოლოგი განმარტავს თუ რას ნიშნავს ლენდ-ლიზზე ხელმოწერა და რა დახმარებას ითვალისწინებს ის. 

რა არის ლენ-ზილი?

„რეალურად ეს გულისხმობს რას? აშშ-ს შეუძლია უკრაინას შეუზღუდავად გადასცეს ყველა ის სამხედრო ტექნიკა, რაც უკრაინას მიაჩნია, რომ რუსეთის დამარცხებას შეუწყობს ხელს ანუ რეალურად სამხედრო ტექნიკა, ფინანსური, ეკონომიკური, ლოგისტიკური დახმარება, ფაქტობრივად აშშ-ს ამ ომში ხდის უკვე აქტიურ მონაწილეს როგორც მომარაგების ისე საშტაბო და სხვა მიმართულებით. 

ის რაც 9 მაისს ვიხილეთ, უღიმღამო სახე, სერიოზული დეპრესია, საზეიმო ნამდვილად არაფერი იყო... პუტინმა რეალურად ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის მისთვის ომის წაგების სერიოზული საწინდარი. 

საერთო ჯამში შეზღუდვა არ იქნება არანაირ მიწოდებაზე. 1941 წელსაც იყო პრობლემა, გადაეცათ თუ არა ეს საბჭოთა კავშირისთვის. მოსახლეობის მხოლოდ 40% უჭერდა მხარს, მაგრამ მაშინდელმა პოლიტიკურმა ელიტამ გადაწყვიტა. 

სიმბოლიკა ზუსტად ის არის, რომ აშშ უკრაინას ეხმარება რუსეთის წინააღმდეგ და ის განცხადებები, რომ თურმე პუტინი ფაშიზმს ებრძვის, ამ დროს მთელი დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო ამბობს, რომ არა, „ფაშიზმის აქეთ მხარეს არის და უკრაინა არის ისტორიის სწორ მხარეს. 

პუტინმა თავის გამოსვლაში ისაუბრა, რომ ის „ცდილობდა“ დალაპარაკებოდა დასავლეთს, რომ ფაქტობრივად დაეყო უკრაინა გავლენის სფეროებად, როგორც ეს 1939 წელს შესთავაზა ჰიტლერმა რუსეთს და ევროპა გაიყვეს, იგივე სთავაზობდა ევროპას პუტინი, რომ აღმოსავლეთ უკრაინა დაეთმო მისთვის ყირიმის ჩათვლით და აქეთ მხარეს ეს არასტაბილურობა შენარჩუნებულიყო. 

მისი ყველა ეს ნაბიჯი უბრალოდ არაწარმატებული აღმოჩნდა. ლენდლიზის მიწოდება კი გულისხმობს სერიოზულ მხარდაჭერას. ამას ვადა არ აქვს, როცა გინდა მაშინ გაგზავნი“, - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.  

ცნობისთვის, ლენდ–ლიზი სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აშშ ამარაგებდა გაერთიანებულ სამეფოს, საბჭოთა კავშირს, ჩინეთს, საფრანგეთს და სხვა მოკავშირე სახელმწიფოებს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალით, იარაღით, სურსათით და სტრატეგიული ნედლეულით, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა მოკავშირეების მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში.

სანაცვლოდ, ბრიტანეთისაგან შტატებმა მიიღო სამხედრო ბაზები ნიუფაულენდში, ბერმუდის კუნძულებსა და კარიბის ზღვაში. პროგრამა დაიწყო 1941 წლის მარტში, ომის დაწყებიდან ომის დაწყებიდან 18 თვის შემდეგ.

ამავე თემაზე: 

ბაიდენმა „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონს ხელი მოაწერა