მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენმა „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ბაიდენი „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონს ხელს აწერს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად „ლენდ-ლიზის“ პროგრამის ამოქმედების დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

დოკუმენტი, რომელიც ცნობილია როგორც კანონი უკრაინის დემოკრატიის დაცვის შესახებ, მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მარაგების უკრაინისთვის გადაცემის პროცესს დააჩქარებს.

აღნიშნული კანონპროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ დასავლურ სამყაროს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკრაინის გამარჯვების სჯერა.

მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი „ლენდ-ლიზის“ პროგრამა ითვლებოდა გარდამტეხად ომში, რადგან იგი შეერთებულ შტატებს საშუალებას აძლევდა, სწრაფად შეევსო მოკავშირეთა მარაგი პროცედურული დაბრკოლებების გარეშე.

ასევე დაგაინტერესებთ:

✅ რუსეთის წარმატებები ელიტური ძალების მეშვეობით იყო მიღწეული 2008 წლის შემდგომ, ამ ტაქტიკამ მისცა მას გავლენის ბერკეტები საქართველოში, მაგრამ ამ ომს რუსეთი ვერ მოიგებს - სამხედრო ექსპერტი

 რუსეთის აღორძინების შემთხვევაში, უკრაინას კიდევ ერთი რუსეთ-უკრაინის ომი ელის - ნევზოროვი

✅ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ერთ დღეში დამპყრობლების 7 თვითმფრინავი და 3 საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს

✅ „პუტინმა სხვა გზა არ დაგვიტოვა“ - შოლცი უკრაინისთვის გერმანული იარაღის მიწოდებაზე

✅ რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)