COVID-19

5 052 თბილისი, 861 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისი სკანდინავიური ტურისტული ასოციაციის წევრი გახდა
1642748352
დაკოპირებულია

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 56 386 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა. 

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 030 710.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.55%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 11.39% ხოლო 7 დღის მანძილზე - 12.76%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 173 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 951 428.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 631 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 5 052

⭕ აჭარა - 851

⭕ იმერეთი - 861

⭕ ქვემო ქართლი - 351

⭕ შიდა ქართლი - 538

⭕ გურია - 119

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 334

⭕ კახეთი - 277

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 176

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 165

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 43

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 64 625 საიდანაც: 4 342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 858, აჭარაში - 612, იმერეთში - 795.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 992 პირი, მათ შორის, თბილისში - 419, აჭარაში - 131, იმერეთში - 249. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 286 პირი,  მათგან თბილისში - 157, აჭარაში - 50, იმერეთში - 20.

1 895 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 139 - თბილისში, 563 - აჭარაში. 58 388 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 

⚫ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

⚫ იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება

⚫ „გარანტია, რომ „ომიკრონი“ მსუბუქია, არ არსებობს, ის ჯერ კიდევ სასიკვდილო დაავადებაა“ - ერიკ ტოპოლი

⚫ „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

⚫ „ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია და პანდემიას ზაფხულში დავასრულებთ“ - აკაკი ზოიძე

⚫ რატომ არ ღირს დაგემართოს „ომიკრონი“ - კულუმბეგოვის განმარტება