მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

მაია ბუწაშვილი ინფექციონისტი
1642499801
COVID-19

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „იმედის“ ეთერში, იმის შესახებ ისაუბრა თუ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი.

როგორც ინფექციონისტი აცხადებს, კორონავირუსზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს და მისი გამოყენება ინფიცირებულებში შეცდომაა. 

„ანტიბიოტიკი არ არის ვირუსის წინააღმდეგ. კორონავირუსი არის ვირუსი და მასზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს. არის სიტუაციები, როდესაც კოვიდს დაერთვება სხვა ინფექცია, რომელიმე ბაქტერიითაა გამოწვეული და ამ დროს შეიძლება ექიმმა გადაწყვიტოს, რომ  საჭიროა ანტიბიოტიკი. თავისთავად კოვიდი არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ანტიბიოტიკი სჭირდება. 

განსაკუთრებით ხშირად, ადამიანები მოითხოვენ ანტიბიოტიკის მიღებას, როდესაც აქვთ მაღალი სიცხე, ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. კოვიდისთვის ჩვეულებრივი სიმპტომია მაღალი სიცხე 38-39, რომელიც შეიძლება დღეების განმავლობაში გაგრძელდეს, მაგრამ ესეც არ ნიშნავს, რომ ადამიანს ანტიბიოტიკი სჭირდება. მეტიც, ანტიბიოტიკი არაფერს არ უშველის, ხანდახან პირიქით აზიანებს. სიცხე თავისით რაღაც დროის შემდეგ  გაივლის და ადამიანები ამას აბრალებენ ანტიბიოტიკს.

ჩვენ მეორე დიდი პრობლემის წინაშე ვართ. ისედაც ეს პრობლემა კორონამდეც იყო და კორონას შემდეგ უფრო გამწვავდა, დადგება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა. სამწუხაროდ, ახლაც ზოგჯერ გვეთესება ისეთი ბაქტერიები პაციენტებში, როცა უკვე ძალიან შეზღუდულები ვართ და არ ვიცით ხოლმე რას მივმართოთ, რომელ მედიკამენტს, იმიტომ რომ რეზისტენტულია უმრავლესი ანტიბიოტიკების მიმართ.

ჩვენთან სიცხის დამწევი და გადასხმებიც ხშირად გამოიყენება. სიცხეები, შესაძლოა ძალიან დიდხანს გაგრძელდეს მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ანტიბიოტიკს საჭიროებს ადამიანი. თუ ტემპერატურა არის ვირუსული წარმოშობის მაშინ ეს, რა თქმა უნდა, ანტიბიოტიკს არ საჭიროებს და ვერც ვერაფერს ვერ უშველის. თუ გაციებას დაერთო ბაქტერიული ინფექცია მაშინ საჭიროა ანტიბიოტიკი“, - აცხადებს მაია ბუწაშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵 ქართველმა ექიმმა კოვიდის საწინააღმდეგო საკვები დანამატი შექმნა

🔵 „ხველა, გამონაყარი, მუცლის ტკივილი“ - რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა პოსტკოვიდურ პერიოდში

🔵 იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება

🔵 „მსუბუქმა რესპირატორულმა SARS-CoV-2 ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს მრავალგვარი უჯრედული დისრეგულაცია და მიელინის დაკარგვა თავის ტვინში“ - ზაზა წერეთელი

🔵 „მალე ჩვეულ ცხოვრებას განვაახლებთ“ - „ფაიზერის“ დირექტორი

🔵 „ფაიზერის“ ვაქცინის მეოთხე დოზა „ომიკრონის“ ვარიანტისგან არასაკმარის დაცვას უზრუნველყოფს - კვლევა

🔵 „კორონავირუსის გავრცელების მიმდინარე ტალღა იქნება ბოლო ამდენი შეზღუდვით“ - ალბერტ ბურლა

🔵 „გარანტია, რომ „ომიკრონი“ მსუბუქია არ არსებობს, ის ჯერ კიდევ სასიკვდილო დაავადებაა“ - ერიკ ტოპოლი