მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დაბნეულობის მიზეზი საზოგადოების ის ნაწილია, რომელსაც თავი ჯორდანო ბრუნოებად ან კოპერნიკებად წარმოუდგენია“ - აკაკი ზოიძე ვაქცინაციაზე

აკაკი ზოიძე
1632162842
COVID-19

„სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად მცირდება მას მერე, რაც მივუახლოვდით იმ მიჯნას, რაც ვიცოდით ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში, რომ აცრას ითხოვდა, ან თანახმა იყო, რომ აეცრა დაახლოებით 1 მილიონ 400 ათასი ჩვენი მოქალაქე“, - აღნიშნულის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტმა აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება დაბნეულია და არჩევანის წინაშეა, რის მიზეზადაც ზოიძე სამედიცინო საზოგადოებას ასახელებს.

„დასანანია, რომ მიუხედავად არაერთგზის მოწოდებისა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, ძალიან ცოტა გაკეთდა სახელმწიფოს დონეზე იმისთვის (არ ვამცირებ ცალკეული ორგანიზაციების და ინდივიდუალების ინიციატივებს), რომ დაგვერწმუნებინა/გადაგვერწმუნებინა მინიმუმ 800 ათასი ჩვენი მოქალაქე, რომელიც ყოყმანობს აიცრას მხოლოდ იმის გამო, რომ აქვს უპასუხო კითხვები, ან დაბნეულია წინააღმდეგობრივი ინფორმაციის გამო, რომლითაც გაჯერებულია საინფორმაციო სივრცე.

ყველაზე უფრო ცუდი ის არის, რომ მნიშვნელოვანწილად ამ დაბნეულობის მიზეზი სწორედ სამედიცინო საზოგადოებაა. ამ საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებსაც თავი ჯორდანო ბრუნოებად ან კოპერნიკებად წარმოუდგენიათ. ოღონდ ის ავიწყდებათ, რომ რწმენას, რომ დედამიწა ბრტყელია და სამყაროს ცენტრშია - ცოტა ვინმე ან საერთოდ არავინ მოუკლავს, განსხვავებით რწმენისგან, რომ ვაქცინას მეტი ზიანი მოაქვს ვიდრე კოვიდს და რომ თურმე „ბუნებრივი“ იმუნიტეტი სჯობია „ხელოვნურს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

იხილეთ აგრეთვე:

📣„ხალხი მითიური მიზეზებით ყოყმანობს აცრაზე, დაჩიპვიდან დაწყებული, უნაყოფობით დასრულებული“ - აკაკი ზოიძე

📣„შესაძლებელია რისკჯგუფში მყოფი ბავშვების ვაქცინაციის ნებართვა დღეიდანვე დავუშვათ“ - აკაკი ზოიძე