COVID-19

„ეპიდვითარება მნიშვნელოვნად დამძიმებულია“ - ეპიდემიოლოგები

„ეპიდვითარება მნიშვნელოვნად დამძიმებულია“
1634189901
დაკოპირებულია

ეპიდემიოლოგებმა ოთარ ჩოკოშვილმა და ალექსანდრე გოგინავამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ისაუბრეს.

ეპიდემიოლოგ ოთარ ჩოკოშვილის თქმით, მოსალოდნელია გრიპის შემთხვევების მატებაც.

„დაავადების მორიგ ტალღასთან ვართ ახლოს, ალბათ მის საწყისს ეტაპზე. ასევე, გვექნება გრიპის შემთხვევების მატება და ეს კიდევ ალბათ უფრო დაამძიმებს სურათს. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ დაავადება თავიდან ავიცილოთ. დაავადების თავიდან აცილების მთავარ რეკომენდაციებს წარმოადგენს კვლავ და კვლავ ინფექციის კონტროლის სპეციფიკური ღონისძიებები: პირბადის გამოყენება, დისტანციის დაცვა, სათანადო ვენტილაცია და რაც მთავარია, ვაქცინაცია. ვაქცინაცია, როგორც ამ დაავადების პრევენციის უმთავრესი იარაღი უნდა იყოს გამოყენებული ეფექტურად და დროულად“, - აცხადებს ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი.

ვაქცინაციის ტემპის მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს, ასევე, ეპიდემიოლოგი, ალექსანდრე გოგინავა და აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გააუარესა.

„საკმაოდ საყურადღებოა მდგომარეობა. ბოლო ორი დღის მონაცემები საგანგაშო არის. ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებლები საკმაოდ დაბალია და სამწუხაროდ, მოსალოდნელი იყო ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება. ამ დინამიკით, რა თქმა უნდა, გაჭირდება წლის ბოლოს მოზრდილი მოსახლეობის 60% იყოს სრულად ვაქცინირებული. ვაქცინაცია წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ საშუალებას პანდემიებთან და ეპიდემიებთან ბრძოლაში. აუცილებელია რეკომენდაციების დაცვაც“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

👉 გაართულებს თუ არა რეგულაციების მოხსნა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას? - ეპიდემიოლოგების განმარტება

👉 ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა, „ყბადაღებული“ მეხუთე ტალღის დაწყებაც კი შეიძლება გამოიწვიოს - თენგიზ ცერცვაძე

👉 „რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“ - ინფექციონისტი

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი

👉 „შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“ - თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი

„იმედი მქონდა, „სამართლიანობის ელფერისთვის“ ნაწილობრივ მაინც დატოვებდნ...

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. თბილისის საქალაქო სასამართლომ  სრულად გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება  სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან მიმართებით.
რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაპატიმრებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მან ქვეყნის მოსახლეობას მიმართა. ინფორმაციას charter97.org ავრცელებს. 
1642429889
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 
1642428130
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, თუ რატომ არ ღირს, ადამიანებს „ომიკრონი“ დაემართოს.
1642399309
მაშველებმა შეუძლოდ მყოფი მოქალაქე თუშეთიდან თელავში, საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
1642433872
ექსპერტი ირაკლი ლატარია Pia.ge

კარგად ჩანს რატომაც ებრძვით თეას, იმ ადამიანს, რომელმაც გადაწყვიტა კულ...

„წულუკიანი არის ძლიერი, ობიექტური და სამართლიანი მინისტრი და სწორედ ამიტომ მიადგნენ ეს ჭინკები, მაგრამ არაფერი გამოგივათ“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლიდანაც ირკვევა, რომ ანა კალანდაძის ორი ლექსი სხვა ავტორს მიაკუთვნეს. 
„კავშირი სასმელსა და თვითმკვლელობას შორის არ არსებობს“ - სანატორიუმ „ქ...
სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილებმა ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს სპეციალური განცხადებით მიმართეს. 
„წარმოიდგინეთ, კლასში ვირუსი ერთ ბავშვს თუ ექნება, ავტომატურად ყველას...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში სასწავლო პროცესის განახლებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ როგორც ერთ-ერთი მამა, მომხრეა ბავშვები სკოლებში დადიოდნენ. 
მებაჟე ოფიცრებმა თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული თანხა გამოავლინე...
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ყირგიზეთის მოქალაქეების კ.გ.-ს, მ.ი-სა და ა.შ.-ს როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 200 400 აშშ დოლარი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.