მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“ - თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერვცაძე Pia.ge
1633969810
COVID-19

„გამოიკვეთა მატების ტენდენცია - შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბოლო ერთი კვირაა, გამოიკვეთა კორონავირუსის შემთხვევების მკაფიოდ გამოხატული მატების ტენდენცია. ჯერ ეს მატება არ არის ისეთი დრამატული, როგორიც იყო მეოთხე ტალღის დროს, მაგრამ მაინც საკმარისია.

2 000 მეტი შემთხვევაა, რომელიც დაფიქსირდა გუშინ, საკმაოდ ბევრია. გაიზარდა აქტიური ავადმყოფების რიცხვიც. შესაძლებელია ეს იყოს მეხუთე ტალღის დასაწყისი, შესაძლებელია ეს იყოს დროებითი მოვლენა და შემდეგი პროგრესირება არ მოხდეს. ვხედავ ნიშნებს, რომ მეხუთე ტალღა უფრო ადრე იყოს, ვიდრე ვვარაუდობდით. ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ ერთ კვირაში ყველაფერი გაირკვევა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება აუცილებელია“ - ივანე ჩხაიძე

👉 ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა, „ყბადაღებული“ მეხუთე ტალღის დაწყებაც კი შეიძლება გამოიწვიოს - თენგიზ ცერცვაძე

👉 „რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“ - ინფექციონისტი

👉 გაართულებს თუ არა რეგულაციების მოხსნა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას? - ეპიდემიოლოგების განმარტება