COVID-19

გეგმავს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი დამატებითი შეზღუდვების შემოღებას? - ტიკარაძის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრი
1629013016
დაკოპირებულია

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სატელევიზიო ეთერში, ვაქცინაციის პროცესის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში, ამცრელი პუნქტების რაოდენობა გაიზრდება.

„ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან, დამატებითი შეზღუდვების შემოღება მსჯელობის საგანს არ წარმოადგენს. მიგვაჩნია, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიღებული, დღეს არსებული შეზღუდვები შესაბამისობაშია დღეს არსებულ ეპიდვითარებასთან.

დღეს საკმაოდ ფართოდ გვაქვს გაშლილი ვაქცინაციის პუნქტები და მნიშვნელოვანია ყველა ამ პუნქტის აქტიურად გამოყენება იმისთვის, რომ რესურსი სწორად გადანაწილდეს. იმ მნიშვნელოვანი გადატვირთვის ფონზე, რომელიც დღეს სამედიცინო სექტორს გააჩნია, რესურსები სწორად უნდა ვმართოთ. ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა მოქალაქეებს ნამდვილად ყველა ქალაქში, რეგიონსა და მუნიციპალურ ცენტრში აქვთ.

დარწმუნებულები ვართ, რომ არსებული რესურსით, შევძლებთ, სწორად ვმართოთ ეპიდვითარება. ხელმისაწვდომობის გაზრდის საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მზად ვართ, შესაბამისი ამცრელი პუნქტები დავამატოთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ვირუსი ძალიან მწვავედ, გართულებებით მიმდინარეობს“

👉 „გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს“