მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვირუსი ძალიან მწვავედ, გართულებებით მიმდინარეობს“ - დევი ტაბიძე

„დღეისათვის ჯანდაცვის სისტემას პაციენტის მიღების საშუალება არ გააჩნია“
1628845566
COVID-19

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მდგომარეობა კატასტროფულია.

„დღევანდელი სიტუაცია არის კატასტროფა. სამწუხაროა, რომ გარდაცვლილ ადამიანთა ასაკობრივ ნიშნულში ახალგაზრდა, 35-დან 55-60 წლამდე და უფრო მცირე ასაკის ჯგუფებმა იმატა. ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება, დიდ რაოდენობას მოიცავს, აგრესიულია თავისი ბუნებით და ასეთი სწრაფი გავრცელებით რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.

ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ უახლოესი 1 თვის განმავლობაში ჩვენ სერიოზულ კლებას მივიღებთ, პირიქით, ცუდი პროგნოზია. ვირუსი ძალიან მწვავედ, გართულებებით მიმდინარეობს. დღესაც არ გვაქვს კონკრეტული მედიკამენტი, ამიტომ ჩვენ უნდა მივიჩნიოთ, რომ ზოგადი, სომატური მკურნალობით, საერთაშორისო გამოცდილების ხარჯზე შევამციროთ სიკვდილიანობა. სწორედ ეს უნდა იყოს მთავარი მიზანი“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.

მისი თქმით, ვირუსი ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით სახიფათო გახდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს სექტემბრიდან მეტი თავისუფლება ექნებათ“

👉 „გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს“