მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იგეგმება მწვანე პასპორტის მოქმედების ტრანსპორტში დანერგვა, ეს უნდა გაკეთდეს“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1638029393
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოში მწვანე პასპორტების მოქმედება მომავალში ტრანსპორტშიც უნდა დაინერგოს. 

როგორც მან „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში აღნიშნა, მწვანე პასპორტი საქართველოში თავიდანვე არასწორი მიმართულებით შეიქმნა და მას მხოლოდ ექვსთვიანი ვადა უნდა ჰქონდეს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია მწვანე პასპორტების გამოყენება პრაქტიკაში რეალურად დაინერგოს და მას ფიქციური ხასიათი არ ჰქონდეს. 

„მწვანე პასპორტის ფუნქცია, რა თქმა უნდა, მარტო რესტორანში შესვლა-გამოსვლა არ უნდა იყოს. ამას ლოგისტიკური დახმარება სჭირდება, რომ სპეციალური აპარატები დამონტაჟდეს საქალაქო ტრანსპორტში, ან მეტროს შესასვლელებში.

ეს მომავალში, რა თქმა უნდა, უნდა გაკეთდეს. ტრანსპორტი უნდა იყოს აუცილებლად მეორე ეტაპზე და როგორც ვიცი ეს იგეგმება, ოღონდ დროში სწრაფად ვერ იქნება. მისი აღსრულება უნდა მოხდეს, ის არ უნდა იყოს, როგორც გვაქვს ბევრი რეგულაცია და არ ხდება მისი აღსრულება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 მწვანე პასპორტები საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება

🔴 სად იმოქმედებს ე.წ მწვანე პასპორტები - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

🔴 რა შემთხვევაში გაქვთ მწვანე სტატუსი, რომელ ობიექტებზე ამოქმედდება „მწვანე პასპორტი“, სად შეიძლება მწვანე სტატუსის შემოწმება და სხვა ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხი

🔴 როგორ მიიღებენ 60 წელს ზემოთ მოქალაქეები აცრის შემთხვევაში 200-ლარიან დანამატს?

🔴 სად შეიძლება კოვიდპასპორტის აღება?